ბათუმში, გუშინ საპროტესტო აქცია და მსვლელობა გაიმართა, სადაც პოლიციამ 30 პირი დააკავა. აქციის მონაწილეები ორი დაკავებულის ელდარ ანთაძის და რეზო წულუკიძის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ. ისინი ჯერ აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა მოაწყვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს პროცესები იმართება. 4 პირის საქმეზე მოსამართლემ უკვე იმსჯელა.
დავით წულუკიძისა და რამინ ჭელიძის საქმის განხილვა, დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის მიზნით 4 ივნისამდე გადაიდო.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ზაურ ხარაბაძე და გელა ჭელიძე 1000 -1000 ლარით დაჯარიმდნენ. ისინი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
დანარჩენილ 26 პირის საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო ეტაპობრივად განიხილავს.