საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა პირველი ივნისიდან აღდგება. მძღოლებს და მგზავრებს კი, გარკვეული წესების დაცვა მოუწევს:
1. ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება;
2. აკრძალულია მძღოლის გვერდით მგზავრის ყოფნა.
3. აკრძალულია ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანა. (შეზღუდვა არ ეხება მუნიციპალურ ავტობუსებს)
4. ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში კონდიციონერების გამოყენება აკრძალულია; ფანჯრები უნდა იყოს გახსნილი.
5. მძღოლები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სადეზინფექციო ხსნარებით. მგზავრების მოთხოვნის შემთხვევაში უნდა შეძლონ მათთვის მიწოდება.
დაავადებათა ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე სთხოვს მოსახლეობას:
1. თუ მოკლე მანძილზე აპირებთ გადაადგილებას იარეთ ფეხით.
2. ნუ დავტვირთავთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, დავუთმოთ ტრანსპორტი მათ, ვისაც აუცილებლად სჭირდება.