საქართველოს პირველ და მსოფლიოს 27-ე ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ სასამართლომ 100 000 ლარის ოდენობით, გირაოს შეუფარდა. სპორტსმენმა ეს თანხა 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.
ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. საქართველოს პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის, მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს არასრულწლოვნის თანდასწრებით. წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს ჩაინიშნა.