საკრებულოს სხდომაზე ორი საკითხი განიხილეს

29 სექტემბერი 2016, 00:00 3527 ნახვა

ხულოში საკრებულოს წევრები სხდომათა დარბაზში ვიდეოკამერების განთავსებას აპროტესტებენ.  ნინო ბურჯანაძე "დემოკრატიული მოძრაობის" დეპუტატების მტკიცებით კამერები, დეპუტატებს მუშაობაში ხელს უშლის.  საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით კი კამერების დამონტაჟება დეპუტატებმა მოითხოვეს. მსგავსი კამერები დამონტეჟებულია გამგეობის ფოიეში და მიმდებარე ტერიტირიაზეც. დღესვე დეპუტატებმა ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის მეოთხე კვარტლის ანგარიში განიხილეს და საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ანგარიში მოისმინეს. ოპონენტებმა ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვეს, მათი მტკიცებით გასული წლის ბიუჯეტი არაჯეროვნად შესრულდა, შენიშვნებს მმართველ პარტიაში უსაფუძვლოს უწოდებენ.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში