აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის სამშობიარო სახლის ექიმებს შეხვდა. ზურაბ პატარაძე მედიკოსებს ახალი ინიციატივების და პროქტების შესახებ ესაუბრა. საუბარი შეეხო მახინჯაურში მოზიდულ ახალ ინვესტიციას, რომელიც სანატორიუმის მშენებლობას ითვალისწინებს და ხელს სამედიცინო ტურიზმის განვითარებას შეუწყობს. ზურაბ პატარაძემ ექიმებს ჯანდაცვის მიმართულებით გაზრდილი ბიუჯეტის და პროგრამების შესახებაც ესაუბრა. ექიმებმა კი მთავრობის თავმჯდომარეს თავიანთი პრობლემებიც გააცნეს.