ხულოში სოფელ საციხურში ხანძარი იყო. ხის საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. შენობაში შვიდწევრიანი ოჯახი ცხოვრობდა, მათ შორის სამი არასრულწლოვანი. ასევე დაიწვა ეზოში არსებული პირუტყვის სადგომიც.
შემთხვევის ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. შემთხვევის დროს სახლში ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.