აჭარის მთავრობის თავჯდომარე ქობულეთში საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

12 მაისი 2020, 21:01 1919 ნახვა

აჭარის მუნიცპალიტეტში მცხოვრები ფერმერები სახნავ-სათეს ფართობებს უფასოდ დაამუშავებენ.  სოფელ ბობოყვათში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად გაეცნო. თორნიკე რიჟვაძემ, ახალსოფლის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საჩითილე მეურნეობაც დაათვალიერა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა - ,,მაღალმთიან აჭარაში სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის’’ ფარგლებში წარმოებული ჩითილები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ფერმერებს უსასყიდლოდ დაურიგდება.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში