ქობულეთში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის სასურსათო კალათის დარიგების მე-3 ეტაპი დაიწყო. სასურსათო კალათებს 2800 აღსაზრდელს გადასცემენ. სოციალური კალათებისთვის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბაღების გაერთიანების ბიუჯეტიდან 111 664-ლარი გამოიყო. პირველ ეტაპზე სურსათი სოციალურად დაუცველ და სპეციალური საჭიროების მქონე ოჯახებს გადაეცათ. სასურსათე პროდუქტების დარიგება ხვალაც გაგრძელდება. მშობლები აღსაზრდელებისთვის განკუთვნილ სასურსათო პროდუქტს თავისივე ბაღიდან მიიღებენ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 29-საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.