კორონავირუსმა ზოგიერთ ქვეყანას, შესაძლოა, რეპრესიული ზომების გატარების საბაბი მისცეს - გაერო-ს გენერალური მდივანი

23 აპრილი 2020, 10:11 1845 ნახვა

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ კორონავირუსმა ზოგიერთ ქვეყანას, შესაძლოა, რეპრესიული ზომების გატარების საბაბი მისცეს. მისივე განცხადებით,  განსაკუთრებით დაუცველი არიან მიგრანტები, ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები.

131-ზე მეტმა ქვეყანამ საკუთარი საზღვრები დახურა და თავშესაფრის მაძიებლების მიღებისთვის გამონაკლისს მხოლოდ 30 მათგანი უშვებს. პანდემია სირთულეებს იწვევს და თუკი  სირთულეები არ შემსუბუქდება, ამან, შესაძლოა, დაძაბულობის შექმნა და სამოქალაქო არეულობის პროვოცირება გამოიწვიოს. ანტონიო გუტერეში ქვეყნების მთავრობებს გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი