სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებში მარაგების კუთხით პრობლემა არ არსებობს და იგი მუდმივად ივსება-განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოფლებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, დაშვებულია მსუბუქი ავტომობილებით საათობრივი გადაადგილება.
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დილის 6-დან 08:00 საათამდე და საღამოს 18:00 საათიდან 19:00 საათამდე მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების საწარმოებლად ავტომანქანით გადაადგილება დაშვებულია.