კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში რამდენიმე დღეში მილიონს მიაღწევს - ტედროს ადჰანომ

02 აპრილი 2020, 10:50 1460 ნახვა

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში რამდენიმე დღეში მილიონს მიაღწევს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრიორიტეტი წინა ხაზზე მებრძოლი მედიკოსების დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოფაა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია პირბადეების უფრო ფართოდ გამოყენების მიზანშეწონილობაზე მსჯელობს, რომელიც აქამდე გაცემული რეკომენდაციის თანახმად, მხოლოდ დაავადების სიმპტომების მქონე ადამიანებსა და მედიკოსებს უნდა გამოეყენებიათ

ჯანმოს მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 935 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 46 000-ს აჭარბებს. კრიტიკული ვითარებაა აშშ-ში იტალიასა და ესპანეთში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში