უკვე იდენტიფიცირებულია რაიონული დონის კლინიკები, რომლებიც გამოყოფენ ცხელების ზონას-თამარ გაბუნია

31 მარტი 2020, 13:01 1113 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით რეგიონული კლინიკები გამოყოფენ ცხელების ზონას ან მოახდენენ პაციენტების ისე გადანაწილებას,რომ სრული მომსახურება გაუწიონ ცხელებით შესულ პაციენტს. მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში ბევრი კლინიკა უარს ამბობდა ცხელებიანი პაციენტების მიღებაზე, რაც არასწორია.

თამარ გაბუნიას თქმით, ასეთი რაიონულ დონეზე იქნება 40 კლინიკა.

"ჰოსპიტალური სექტორის მზადება დაიწყო რამდენიმე დღეა, ჩვენ საუბარი გვაქვს იმ კლინიკებზე, რომლებიც მკურნალობს კოვიდ 19-ით ინფიცირებულებს და იმ კლინიკებზე, რომლებიც მიიღებს და საწყის შეფასებას ჩაუტარებს პაციენტებს ცხელებით. უკანასკნელ პერიოდში ჩვენ გვქონდა პრობლემები იმაზე, რომ ბევრი კლინიკა უარს ამბობდა ცხელებიანი პაციენტების მიღებაზე და ხდებოდა მათი გადამისამართება ცენტრალიზებულ კლინიკებში, თუმცა რაიონული დონის კლინიკები არიან აღჭურვილნი, რომ საწყისი შეფასება გაუწიოს იმ პაციენტებს, რომლებიც ცხელებით და რესპირატორული სიმპტომით მათ მიმართავს. სწორედ ამიტომ უკვე იდენტიფიცირებულია რაიონული დონის კლინიკები, რომლებიც გამოყოფს ცხელების ზონას ან თუ ამის გაკეთება შეუძლებელია განტვირთავს საავადმყოფოს სხვა პაციენტების გადანაწილების გზით იმგვარად, რომ სრულად მოემსახუროს ცხელებით შეყვანილ პაციენტებს.  ასეთი არის ყველა რაიონულ ცენტრში, ჯამში გამოდის 40-მდე კლინიკა. რაც შეეხება დიდ კლინიკებს, რომლებიც მობილიზებულნი არიან, რომ მართონ კორონავირუსით დიინფიცირებული პაციენტები, შემთხვევების მატებასთან ერად უზრუნველყოფენ მხოლოდ კოვიდზე გადაწყობას. ასეთი კლინიკები იდენტიფიცირებულია: თბილისში,ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, რეგიონებში რეგიონულად მოცვა არის საკმაოდ კარგი"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი