ხულოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით ვირუსთან ბრძოლის საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება

30 მარტი 2020, 10:07 1244 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციის მიზნით ვირუსთან ბრძოლის საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება. სადარბაზოებისა და ქუჩების დეზინფექციის შემდეგ თვითმმართველობამ დაბისა და ადმინისტრაციული ცენტრების ტერიტორიების გადარეცხვა დაიწყო.

პროცესი სოფლების ცენტრებში, თავშეყრის ადგილებში, სკოლებისა და ბაღების მიმდებარე ტერიტორიებზე განხორციელდება.   

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი