პერევში არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტილია. გადაწყვეტილება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებამ კორონავირუსის საფრთხის გამო მიიღო. მოსახლეობა მოსალოდნელ ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრობს.
ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით არსებული ყველა ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის ფაქტი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა "ცხელი ხაზის" მეშვეობით დაადასტურეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიაწოდა.