ბათუმის მერია დისტანციურ მუშაობაზე გადადის

12 მარტი 2020, 17:09 3027 ნახვა

ბათუმის მერია დისტანციურ მუშაობაზე გადადის და დასაქმებულების რაოდენობას ამცირებს - ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ლაშა კომახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მუშაობა არ უნდა შეფერხდეს, თანამშრომლების ფუნქციები კი გადანაწილდება. 

''საჯარო მოხელე შეიძლება გახდეს ინფიცირების გავრცელების წყარო. ამიტომ ბათუმის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და თანამშრომლების რაოდენობა შეიზღუდება, მუშაობა არ შეფერხდება, მაგრამ ფუნქციების შეზღუდვის ხარჯზე მოხდება მათი შემცირდება. დისტანციურად ვიმუშავებთ'' - განაცხადა მერმა.  

ლაშა კომახიძე ამბობს, რომ აქტიურად მიმდინარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოები, როგორც ავტობუსების ასევე სამარშრუტო ტაქსების. გადაჭარბებულ მგზავრებზე კი კონტროლი გამკაცრებულია. 

''ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ჯერ-ჯერობით პირველ აპრილამდე გადაიდო. ადმინისტრაციულ შენობებში და მუნიციპალურ სერვისცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. გაუქმებულია ხალხმრავალი ღონისძიებები, დროებით შეჩერებულია წარმოდგენები დელფინარიუმში. ასევე არ მუშაობს საჯარო ბიბლიოთეკა'', - განაცხადა ბათუმის მერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი