ქედაში ხანძარმა საცხოვრებელი სახლი გაანადგურა - ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა 

12 მარტი 2020, 12:30 3834 ნახვა

ქედაში, სოფელ ბალაძეებში ხანძრის შედეგად სამ წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ხის საცხოვრებელი მთლიანად დაიწვა.

ოჯახმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტანსაცმლის გამოტანა ვერ მოასწრო.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ქედის მერიაში ამბობენ რომ პირველ ეტაპზე ოჯახს ქირით გაიყვანენ, სპეციალური კომისია ზარალს დაითვლის. შემდეგ კი აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან დაზარალებულებს თანხას გადაურიცხავენ. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი