''სოკარ ჯორჯია გაზის'' ინფორმაციით, ხვალ, 11 მარტს, 9-დან 17:00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება ქობულეთში, აღმაშენებლის, ბაგრატიონის, რუსთაველის ქუჩებს. ასევე ბობოყვათსა და დაგვას. სულ გაზი გაეთიშება 2000 აბონენტს.
კომპანიაში ამბობენ, რომ მიზეზი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
,,სოკარ ჯორია გაზის " აჭარის რეგიონული ოფისი ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო და მოუწოდებს მათ, გაზის დანადგარების ჩართვისას გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე. ნებისმიერი შეფერხების შემთხვევაში დარეკონ სოკარის ცხელ ხაზზე 16114'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში.