4-დან 9-მდე გაიზარდა კორონავირუსის შემთხვევა ერთ დღეში ქვეყანაში. ორი ოჯახის წევრები, რომელთაგან 3 ახალგაზრდა 2 კი საშუალო ასაკისაა, იტალიაში იმყოფებოდნენ.
პაციენტებიდან, მხოლოდ ერთს აღენიშნება ტემპერატურა, ისინი 1-ელ მარტს დაბრუნდნენ და აეროპორტში შემოწმების დროს არანაირი სიმპტომები არ აღმოაჩნდათ, ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
ამ დროისთვის კარანტინში 162 ადამიანი იმყოფება, საავადმყოფოში კი მეთვალყურეობის ქვეშ 45 მოქალაქე.