უფუნქციო ჭაბურღილი სოფელ განახლებაში

05 მარტი 2020, 14:59 1657 ნახვა

უფუნქციოდ დარჩენილი ჭაბურღილი სოფელ განახლებაში. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრ მიშა ბოლქვაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ წყლის სისტემის მოსაწყობად 135 ათასი ლარი დახარჯა მერმა კომპანიასთან  ხელშეკრულება გასულ წლის სექტემბერში, ამავე წლის ნოემბერში კი  მიღება- ჩაბარების აქტი გააფორმა. ამის მიუხედავად,წყლის სისტემა  ექსპლუატაციაში არ შესულა.  

მოსახლეობა ამბობს, რომ სასმელ წყალს წყაროებიდან ეზიდებიან. ჭაბურღილის ამოქმედებას 80 ოჯახი ელოდება. ხელვაჩაურის მერიაში საპასუხო კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი