ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე დღეს ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანეს. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ტენდერებიდან გამოთავისუფლებული 200 ათასი ლარით, 9 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდება.
პროექტს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ, რომელთა თქმით, ეს თანხა ახალსოფლის წყალსადენის მშენებლობიდან გამოთავისუფლდა, რომელიც არასწორად გათვლილი პროექტის გამო ვერ დასრულდა.