მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 83 045-მდე გაიზარდა

28 თებერვალი 2020, 10:27 1411 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 83 045-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი 36 574-ს აღწევს. ფატალურმა შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო ჩინეთში.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.არსებული ინფორმაციით, ჩინეთის ფარგლებს გარეთ 70 გარდაიცვალა. აქედან : 26 - ირანში, 17- იტალიაში, 13 სამხრეთ კორეაში, 8 - იაპონიაში, 2-2 - ჰონგ-კონგსა და საფრანგეთში, თითო შემთხვევა კი ფილიპინებსა და ტაივანში დაფიქსირდა. დაინფიცირების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ნიგერიასა და ლიეტუვაში.

ნიგერიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაინფიცირებული პაციენტი იტალიის მოქალაქეა, რომელიც ნიგერიაშია დასაქმებული და მილანიდან 25 თებერვალს დაბრუნდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება ლიეტუვას, კორონავირუსი ქალბატონს გამოუვლინდა, რომელიც იტალიის ქალაქ ვერონადან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. პაციენტს ვირუსის სუსტი სიმპტომები აღენიშნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში