საქართველო თურქეთიდან ტრაილერების მძღოლების შემოსვლას ამკაცრებს

27 თებერვალი 2020, 18:50 25257 ნახვა

ბათუმში, თურქეთის გენერალური საკონსულომ სოციალურ ქსელში განცხადება თურქულ ენაზე გაავრცელა და დაწერა, რომ თურქეთიდან საქართველოში ტრაილერების მძღოლების შემოსვლა პირადობის მოწმობით ვეღარ მოხდება.  აუცილებელია, მგზავრმა წარადგინოს პასპორტი. ამით კონტროლდება ტრაილერების მძღოლების გადაადგილება. 

თუ ტრაილერის მძღოლი, 21 დღის განმავლობაში ნამყოფია ჩინეთის, ირანის, სამხრეთ კორეასა და იტალიის ტერიტორიაზე, ის საქართველოში ვერ შემოვა. 

''ამ დროისთვის საქართველოში შესვლა არ არის ნებადართული მათთვის, რომლებსაც პასპორტის მიხედვით, ბოლო 21 დღის განმავლობაში უფიქსირდებათ ვიზა/მარკები ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეასა და იტალიაში ყოფნა. ჩვენ ასევე განვმარტავთ, რომ შეიძლება შეიცვალოს ეს რეგულაციები, რადგან კორონავირუსის ზომებთან დაკავშირებული პროგრამები მუდმივად განახლებს პროცესშია'', - ნათქვამია საკონსულოს განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს თურქეთის საკონსულოს წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია საკონსულოს ქართულმა მხარემ მიაწოდა და განცხადება საკუთარი მოქალაქეების გასაფრთხილებლად გაავრცელეს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი