"შემოვლით გზაზე ასფალტის საფარი სტანდარტული არ არის" - ენმ ფიქრობს, რომ ფული მოიპარეს

12 თებერვალი 2020, 11:33 1906 ნახვა

ბათუმი ქობულეთის გზაზე, ჩაქვის გვირაბთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რეზო ხარაზი დაზიანებული ცენტრალური გზის მონაკვეთს გვაჩვენეს იმის დასტურად, რომ გზა უხარისხოდ არის დაგებული. 

ქობულეთი შემოვლითი გზის ლოტი2 ღირებულება 209 000 000 ლარს შეადგენდა. ამ დროისთვის გზის რამდენიმე მონაკვეთზე  ორმული დაზიანებებია, კონკრეტულ ადგილებზე კი ასფალტის საფარი დახეთქილი. 

პროექტის მაღალი ხარისხით განხორციელებაში ეჭვი შეაქვს ოპოზიციას და აუდიტის სამსახურს მიმართავს, კონკრეტული პროექტის შესასწავლად. 

"მივმართავ აუდიტს, რომ შეისწავლოს ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე დახარჯული თანხების მიზნობრიობა. 209 000 000 ლარზე მეტი ხელისუფლებამ კორუფციული გზით დახარჯა და ამაზე გზის დაზიანებული მონაკვეთებიც მიუთითებს," - ამბობს რეზო ხარაზი.

რეზო ხარაზი ირწმუნება, რომ თანხა, რომელიც სახელმწიფომ აზიის განვითარების ბანკიდან სესხად აიღო, სამუშაოების ხარისხიანად შესრულებაზე არ დახარჯულა და ასფალტის საფარი სტანდარტების შეუსაბამოა. 

"მივმართავ ინფირასტრუქტურისა და რეგიუნული განვითარების სამინისტროს, რომ შეისწავლოს დაზიანებული მონაკვეთები და დაადგინოს გამომწვევი მიზეზები. ასევე, გაასაჯროვოს ექსპერტიზის დასკვნა სამუშაოებში ჩაბარებაზე და საგარანტიო ვადები" - ამბობს ხარაზი. 

ოპოზიციაში აცხადებენ, რონ ავტობანზე არსებული ორმოები სახიფათოა სატრანსპორტო მოძრაობისთვის. 

გზის ამ მონაკვეთს მშენებლობა 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო. სამინისტროს ვებ-გვერდის მონაცემებით, 14 კილომეტრიან მონაკვეთზე გაკეთდა ორზოლიანი ასფალტ ბეტონის გზა, 5 გვირაბი, 19 სახიდე გადასასვლელი და სატრანსპორტო კვანძი.  

საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დაზიანებულია მხოლოდ ერთი მონაკვეთი, რომლის გამოსწორებაზე კონტაქტორი კომპანია "სინოჰიდროა" პასუხისმგებელი. მათვე განცხადებით, როგორც კი ამინდები გამოვა, სამუშაოები განახლდება. 

თავად მშენებელ კომპანიაში კი გვითხრეს, რომ გაეცნობიან შეკითხვებს და საჭიროების შემთხვევაში გვიპასუხებენ. 

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი