ხვალ, 12 თებერვალს, შუადღიდან აჭარაში ამინდი მნიშვნელოვნად შეიცვლება - სანაპირო კურორტებზე მოსალოდნელია წვიმა, მთაში კვლავ მოთოვს, გაძლიერდება დასავლეთის ქარი 15-20 მეტრ წამამდე.
ზღვაზე იქნება 4-5 ბალიანი შტორმი.
კონკრეტულად 12 თებერვალს:
ბათუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +2 დღისით +5 გრადუსი;
ქობულეთი - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +1 დღისით +4;
შუახევი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -4 დღისით +1;
ხულო- პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -7 დღისით -2;
ქედა - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -3 დღისით +1;
გოდერძის უღელტეხილი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -14 დღისით - 8.
ფოტო:ბათუმის ბულვარი