ბათუმში, მერიის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში ქალაქში გზების წმენდა მიმდინარეობდა და სანდასუფთავების თანამშრომლები პარალელურად, დათოვლილ ხე-მცენარეებს თოვლისგან ათავისუფლენდნენ.
''გაიწმინდა სანაგვე ურნებთან მისასვლელი ტერიტორიები და ავტობუსის გაჩერებები. დაიწყო ხიდებზე ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები. შეუფერხებლად მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი.
ამ დროისთვის, ზღვაში გამსვლელი ყველა სანიაღვრე არხი გამტარუნარიანია",-წერია ბათუმის მერიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ბათუმში ორი დღეა თოვს.