აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა

08 თებერვალი 2020, 11:32 2215 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ მაუწყებლობის განვითარების დარგში დირექტორის მოადგილის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა.

კანდიდატს მოეთხოვება უმაღლესი განათლება (ბაკალავრის აკადემიური ხარისხით); ტელევიზიაში ან/და რადიოში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება.

მას უნდა ჰქონდეს ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.

საკონკურსო დოკუმენტაციის თანახმად, მედიაკონტენტის შექმნის გამოცდილება კანდიდატს ჩაეთვლება უპირატესობად.

კონკურსი იქნება ორ ეტაპიანი, პირველ ეტაპზე მოხდება განაცხადების გადარჩევა, მეორე ეტაპზე კი კანდიდატებთან გასაუბრება.

განაცხადები მიიღება 2020 წლის 07 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით, ელექტრონულად HR@ajaratv.ge-ზე. დეტალური ინფორმაცია საკონკურსო პირობების შესახებ განთავსებულია ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე - ajaratv.ge-ზე.

ნათია ზოიძემ, რომელიც მაუწყებელში ამ პოზიციაზე მუშაობდა თანამდებობა 2 თებერვალს დატოვა. ამბობდა, რომ ეს არ იყო ნებაყოფლობითი პროცესი.

"რეპორტიორები საზღვრების გარეშე" ორგანიზაციამ ნათია ზოიძის წასვლა პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასა და შეშფოთება გამოთქვა. ნათია ზოიძის წასვლა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ ნებაყოფლობით პროცესად შეაფასა. გიგა ჩხარტიშვილმა თქვა, რომ "ნათია ზოიძეს წასვლა უნდოდა ოღონდ გადაწყვიტა წასულიყო ხმაურით".

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში