ნათია ზოიძეს წასვლა უნდოდა ოღონდ გადაწყვიტა წასულიყო ხმაურით - გიგა ჩხარტიშვილი

02 თებერვალი 2020, 18:51 2577 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილის, ნათია ზოიძის მაუწყებლიდან წასვლას და მის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, გიგა ჩხარტიშვილი გამოეხმაურა.

''1.ნათია ზოიძეს წასვლა უნდოდა ოღონდ გადაწყვიტა წასულიყო ხმაურით, ყველა არგუმენტი, რომელიც მან მოიყვანა დასაბუთების ნაწილში არის უბრალოდ დემაგოგია და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

2.აჭარის ტელევიზიაში პოლიტიკური პროცესი ბოლო 9 თვე კი არ მიმდინარეობს, არამედ მაშინ იყო პროცესი პოლიტიკური, როდესაც ზოიძე ტელერადიომაწუყებლობის დეპარტამენტში ხელმძღვანელობდა საინფორმაციო სამსახურს, ყველამ კარგად ჩახედოს საკუთარ ბიოგრაფიას და მერე ისაუბროს მორალურ არჩევანზე'',- ამბობს  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილი.

აჭარის მაუწყებელი დირექტორის მოადგილემ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ნათია ზოიძემ სოციალურ ქსელში დღეს გამოაქვეყნა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში