ქალთა კლუბების ანგარიში

27 სექტემბერი 2025, 15:30 105 ნახვა

ასოციაცია “ქალები რეგიონების განვითარებისთვის“ ქალთა კლუბებმა წლიური ანგარიში წარადგინეს. შემაჯამებელი ღონისძიება ბათუმში გაიმართა. შეხვედრას ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის ქალთა კლუბების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს.

მათი თქმით,   პროექტების მთავარი მიზანი ქალების ჩართულობის გაზრდაა, ასევე პროფესიული განვითარების პროცესის ხელშეწყობა, უფლებების დაცვისა და ცნობიერების გაზრდის კუთხით მხარდაჭერა. ბათუმის ქალთა კლუბის პროექტებს შორის არის “პროფესიული ორიენტაციის“ პროგრამა, რომელშიც წელს 50 მოსწავლე მონაწილეობდა.

დღეს მათ სერტიფიკატები გადაეცათ. წლიური ანგარიშის წარდგენის პარალელურად, შეხვედრაზე  მემორანდუმი გაფორმდა ბათუმის სახელწიფო უნივერსიტეტსა და ასოციაციას შორის, რაც ერთობლივი პროექტების მომზადებას ითვალისწინებს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე