გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართა აჭარის მთავრობის სახლთან. კომპანია „ფოლად იოლის“ თანამშრომლები ამბობენ, რომ ბათუმი ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულებს გასული წლის ოქტომბრიდან ხელფასები არ აუღიათ.
ჯამში 200-ზე მეტი თანამშრომელი ამბობს, რომ თანამშრომელთა უმრავლესობას სულ მცირე 5 თვის კუთვნილი ხელფასი არ მიუღია. კომპანიასთან ურთიერთობის ყველა რესურსი ამოვწურეთ და ახლა დახმარებას მთავრობას ვთხოვთ, ამბობენ აქციის მონაწილეები და 30 სექტემბერს მასშტაბურ შეკრებას აანონსებენ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე