ჰაიდარ აბაშიძის 68 ნომერში მცხოვრები მაგული ბერიძის ოჯახი სახლთან ახლოს დაწყებულ მშენებლობის შედეგად მიყენებულ ზარალზე საუბრობს, ოჯახი ამბობს რომ კორპუსის მშენებლობის შედეგად სახლს ბზარები გაუჩნდა, დაზიანდა წყლის სისტემა და საძირკველი დაიბზარა, ასევე კომპანიამ "LLj-იმ აითვისა საფეხმავლო ბილიკი და მშენებლობა სახლიდან 40 სანტიმეტრში ოჯახთან შეუთანხმებლად დაიწყო .
ოჯახმა მიმართა მუნიციპალურ ინსპაციას, ზედამხედველობის სამსაზურს და მერიის შესაბამის ყველა უწყებას, ახლა სახლის მდგომარეობას სწავლობს სამხარაულის ექსპერტიზა და დაწყებულია სამარათლებრივი დავაც.საკითხთან დაკავშირებით მშენებარე კომპანიაში "LLj" ში განმარტავენ რომ მშენებლობას კანონის შესაბამისად აწარმოებენ და დაცული აქვს დისტანცია. საკითხთან დაკავშირებით მერიის შესაბამისი სამსახურიდან კომენტარს ველოდებით.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე