მზადება ზამთრის სეზონისთვის

08 დეკემბერი 2025, 10:54 98 ნახვა

პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. რეგულაცია ვრცელდება, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ზამთრის საბურავი და რა ტერიტორიებზეა მისი გამოყენება სავალდებულო, დეტალური ინფორმაცია police.ge-ზეა განთავსებული.

რეგულაციის მიხედვით, კანონდამრღვევი 100 ლარით დაჯარიმდება, ასევე ხუთი ქულით შეუმცირდება მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა. ზამთრის საბურავების სავალდებულო გამოყენებასთან დაკავშირებით კანონი 2023 წლის 1-ელ დეკემბერს ამოქმედდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში