საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ დასრულდა. ხულოს დრამატულ თეატრში გაიმართა ლიტერატურათმცოდნე ანდრო ბედუკაძის საჯარო ლექცია თემაზე „ილია როგორც კულტურათაშორისი დიალოგის სტიმულატორი“.
ღონისძიება ერთობლივი პოეზიის საღამოთი გაგრძელდა, ხოლო ფესტივალის ოფიციალური დახურვა დაჯილდოებითა და კონცერტით აღინიშნა. „ზე-კართან“ აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ფესტივალია და წელს მეცამეტედ ჩატარდა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე