ფერმერი ქალისა და ჭიშკრის შერკინება

30 იანვარი 2020, 11:45 2587 ნახვა

შოტლანდიაში, ქალაქ დუმფრესში, ფერმერი ქალი პამ პარკერი თავის ფერმას ცხვრების მოსანახულებლად ესტუმრა.

გამოსვლის დროს მას  ჭიშკრის დახურვა გაუჭირდა, რადგან ძლიერი ქარი იყო. ფერმის მეპატრონე ტომი ლოკარტი ამბობს, რომ ქალბატონი 2 წუთის განმავლობაში ცდილობდა სასურველი შედეგის მიღწევას. მისივე თქმით,  საბოლოოდ რაც მან  გააკეთა, ლეგენდარულია.

პამ პარკერი ამბობს, რომ თავისმა ქმარმა ვიდეო ფეისბუქზე განათავსა.

"ფიქრობდა რომ გავბრაზდებოდი მაგრამ არა, სასაცილოდ მომეჩვენა და მეც გამეცინა" - ყვება ფერმერი ქალი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში