ენმ აჭარის მთავრობის წინააღმდეგ. ქობულეთში, სანაპიროსთან მიმდინარე მშენებლობის დაგვიანებასა და დაგეგმილი ინვესტიციის არასწორად განხორციელებაზე ბონდო თედორაძე საუბრობს.
ქობულეთის საკრებულოს წევრის ინფორმაციით მუნიციპალიტეტმა მიწის ნაკვეთი "კრისტალ ბილდინგს" მრავალფუნქციური მშენებლობის განხორციელებისთვის ჯერ კიდევ 2016 წელს გადასცა, ამ დრომდე მხოლოდ ერთი კორპუსია აშენებული. კომპანიის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მშენებლობის ვადების გახანგრძლივება ზაფხულის სეზონზე სამუშაოების იძულებითი შეჩერების გამო მოუხდა, თუმცა ვანო ლომიძე ირწმუნება რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი ვადები მშენებლობის დასასრულებლად საკმარისია.
რაც შეეხება მეორე ბრალდებას, რომ ტერიტორიაზე მხოლოდ სახლები აშენდება, კომპანიაში განმარტავენ, რომ აპარტამენტებთან ერთად კაზინო, კლუბი და აუზები იქნება. აჭარის ეკონომიკის სამინისტროში ბრალდებებს წერილობით უპასუხეს. რომელშიც ნათქვამია, რომ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში დაზღვეულია სახელმწიფოს რისკი და თანხის გარდა სახელმწიფოს რჩება ვადების დარღვევის შემთხვევაში დაკისრებული პირგასამტეხლო.