კორონავირუსით 132 ადამიანი გარდაიცვალა, 5974 კი დაინფიცირდა

29 იანვარი 2020, 10:27 1493 ნახვა

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 132-მდე  დაინფიცირებულთა კი 5974-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ჩინეთის ეროვნულმა ჯანდაცვის კომისიის წევრების განცხადებით გარდაცვლილთა რაოდენობა ერთ დღეში 26-ით გაიზარდა, დადასტურებული შემთხვევების კი 1500.

ჩინური გამოცემა წერს, რომ ჰონგკონგელმა მკვლევარებმა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს, თუმცა რამდენიმე თვე დასჭირდება ვაქცინის ცხოველებზე გამოცდას, ხოლო სულ მცირე ერთი წელი ადამიანებზე.

პარალელურად, ვაქცინის შექმნას მეცნიერები აშშ-შიც ცდილობენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში