ხულო-თაგოს საბაგირო ორი თვით გაჩერდა

28 იანვარი 2020, 18:34 2795 ნახვა

ხულო-თაგოს საბაგირომ, ბაგირის დაზიანების გამო მინიმუმ ორი თვით მუშაობა შეწყვიტა. საბაგირო ხაზზე რამდენიმე ადგილას წყვეტაა, რის გამოც მგზავრთა გადაყვანა სახიფათო იყო. გარდა იმისა, რომ საბაგიროს ტურისტული დანიშნულება აქვს, მას ადგილობრივები  ხულოს ცენტრიდან სოფელ თაგოში მისასვლელად იყენებენ.

გზის შემოკლების ეს ერთადერთი საშუალებაა. ახლა კი 7 კილომეტრიანი ავარიული გზის მონაკვეთის გავლა ფეხით ან დაქირავებული ტრანსპორტით  მოუწევთ. რადგან თაგომდე მიკროავტობუსიც არ მოძრაობს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი