დამტვრეული გამაფრთხილებელი სარკეები მაღალმთიანეთის სასოფლო გზებზე - ქედაში, სოფელ მერისში დაზიანებულ სარკეებს ქვების ცვენასთან ერთად დაუდევრობასაც უკავშირებენ. დამტვრეულ სარკეებთან ერთად მოსახლეობა კვლავ ითხოვს მკვეთრ მოსახვევებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას.
სწორედ ასეთ მონაკვეთებს უკავშირებენ ადგილობრივები ავტოსაგზაო შემთხვევებს. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ უსაფრთხოების სარკეები ახლახანს დაზიანდა და მას უახლოეს პერიოდში აღადგენენ. ირწმუნებიან, რომ მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად უსაფრთხოების სარკეების რაოდენობა გაზარდონ.