2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები რამდენიმე ცვლილებით ჩატარდება

21 იანვარი 2020, 20:50 2049 ნახვა

2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები რამდენიმე ცვლილებით ჩატარდება. ახალი მოდელით წელს აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენაში და  კიდევ ერთს - პროგრამის მიხედვით ჩააბარებენ. დაფინანსება ჯამურ ქულაზე იქნება დამოკიდებული. ცვლილება განხორციელდება ზოგიერთი საგნის ტესტში.

ცვლილება შეეხება სხვადასხვა საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარსაც. ამასთან, უნივერსიტეტებმა უნდა აირჩიონ დასჭირდებათ თუ არა ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება, რომელიც სავალდებულო ნუსხიდან ამოღებულია. ცნობილია, რომ წელს რჩება უფასო ფაკულტეტებიც, შემდეგში კი ამ მიმართულების გადახედვა იგეგმება - რა იციან ცვლილებებზე აჭარაში და რეალურად განათლების სფერო საქართველოში თანმიმდევრულია, თუ ქაოსური?

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში