საქართველოს ნაკრები წყალბურთში ევროპის პირველობის ფინალურ ეტაპზე მეოთხედ იასპარეზებს

14 იანვარი 2020, 10:30 696 ნახვა

ბუდაპეშტში დღეს სტარტს აიღებს წყალბურთში მამაკაცთა შორის რიგით 34-ე ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ევროპის პირველობის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეოთხედ იასპარეზებს. საქართველოს ნაკრების დებიუტი სწორედ ბუდაპეშტი 2014 წელს გამართულ ტურნირზე შედგა.

რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილმა გუნდმა 2020-ის საგზურის მოპოვება თბილისში გამართულ კვალიფიკაციაში შეძლო, როცა შვეიცარიას და გერმანიას აჯობა. 2020-ის ევროპირველობაზე 16 გუნდი ოთხ ჯგუფში არის განაწილებული . საქართველოს ნაკრები კი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ,,დ’’ ჯგუფში მოხვდა. D ჯგუფი: იტალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, საქართველო. პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები დღეს 14 იანვარს, 19:00 საათზე, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

საქართველს ნაკრების საუკეთესო მაჩვენებელი 2018 წელს ბარსელონაში ჰქონდა. ესპანეთში ჩატარებულ ევრპიროველობაზე ქართველმა წყალბურთელებმა ორი მატჩის მოგება შეძლეს და მე-13 ადგილზე გავიდნენ. საქართველოს წყალბურთის ნაკრები ევროპირვლობაზე დღეს ჩაებმება

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში