ბათუმის ,,დინამო'' ორ ლეგიონერს დაიმატებს

10 იანვარი 2020, 10:13 2658 ნახვა

ბათუმის ,,დინამო’’ ორ ლეგიონერთან აწარმოებს მოლაპარაკებას და სულ მალე ახალ ფეხბურთელებს დაიმატებს. კლუბის ხელმძღვანელობა აპირებს გუნდში გამოცდილი 29 წლის ნიგერიელი მცველი გოდფრი ობოაბონა მოიწვიოს. ფეხბურთელის ანგარიშზე ნიგერიის ეროვნულ ნაკრებში 44 მატჩში 1 გოლია. ობოაბონა ნიგერიის ნაკრებთან ერთად 2013 წელს აფრიკის ჩემპიონი გახდა, ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ტრავვა მიიღო. ნიგერიელ ფეხბურთელს საკლუბო დონეზე დასამახსოვრებელი კარიერა თურქეთის სუპერლიგაში ,,რიზესპორის’’ შემადგენლობაში ჰქონდა. გოდფრი სხვადასხვა დროს ,,ალ აჰლის’’ და ხორვატულ ,,გორიცას’’ შემადგენლობაში ასპარეზობდა.

29 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ამ დროისთვის 650 000 ევროს შეადგენს. საუკეთესო პერიოდი კი 2017 წელს ჰქონდა, როდესაც მისი სატრანსფერო ღირებულება 2 500 000 მილიონი ევრო იყო. ბათუმის ,,დინამო’’ 2+1 სისტემით აპირებს კონტრაქტი გაუფორმოს გამოცდილ მცველს.

მეორე ფეხბურთელი კი 17 წლის ბრაზილიელი ჟულიო ვინისიუს სოუზაა. ფეხბურთელი ბრაზილიური ,,ბაიას’’ წევრია. სოუზა ბათუმს რამდენიმე დღეში ეწვევა და ,,დინამოსთან’’ 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ბათუმელებმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უკვე განახორციელეს 2 ტრანსფერი. შავიზღვისპირელების ღირსებას მათე ცინცაძე და ვაგნერ გონსალვეში დაიცავენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი