ერაყის პარლამენტმა ქვეყნიდან უცხოელი სამხედროების გაყვანა მოითხოვა

06 იანვარი 2020, 09:25 1161 ნახვა

ერაყის პარლამენტის წევრები აშშ-ს ჯარების განდევნის გეგმას მხარს უჭერენ. „ბიბისის ინფორმაციით, ერაყის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც პარლამენტარები მოუწოდებენ უცხოელ ჯარს, დატოვონ ქვეყანა.

ბაღდადის პარლამენტმა ასევე მოითხოვა ერაყის მთავრობისგან ზომების მიღება, რომ აიკრძალოს ნებისმიერი მიზეზით უცხოური ძალების წარმომადგენლებისთვის ერაყის მიწაზე, საჰაერო სივრცესა და წყალზე გადაადგილება.

გუშინ ყასემ სულეიმანის გადმოსვენებას ირანის ქალაქ აჰვაზში ათასობით ადამიანი დაესწრო. დემონსტრანტებს სულეიმანის სურათები და ირანის დროშები ეკავათ და „სიკვდილი ამერიკას“- სკანდირებდნენ. შეგახსენებთ, 3 იანვარს აშშ-მა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც სხვა სამხედრო პირებთან ერთად ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი დაიღუპა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში