მორიგი აფეთქება ბაღდადთან -დაჭრილია 5 ადამიანი

05 იანვარი 2020, 11:55 1932 ნახვა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადთან ახლოს ნაღმტყორცნით განხორციელებული შეტევის შედეგად 5 ადამიანი დაიჭრა. ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, ვინ არის შემთხვევაზე პასუხისმგებელი.

უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა სააგენტო“როიტერსის“ განუცხადეს, რომ ბელედის ავიაბაზაზე, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები იმყოფებიან, ორი რაკეტა აფეთქდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ბაღდადში, აშშ-ის საელჩოსთან ახლოს, ე.წ. მწვანე ზონაში. გამოცემის ცნობით, ერაყელი სამხედროები აღნიშნავენ, რომ გარდაცვლილი არავინაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში