2019 წელს ტექნიკური ინსპექტირება 1 259 581-მა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც ყოველი მეორე, 496 368 დახარვეზდა, ხოლო 2 800 ავტომობილს კი, გზაზე გადაადგილება აეკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედებიდან, 2018 წლის იანვრიდან დღემდე, პირველადი შემოწმება 885 615-მა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. აქედან, დახარვეზდა 473 862 ავტომობილი, გზაზე გადაადგილება 2 310-ს აეკრძალა. განმეორებით ვიზიტზე მათმა ნაწილმა ხარვეზები გამოასწორა. ხელმეორე შემოწმებაზე 373 966 სატრანსპორტო საშუალებიდან, 22 506 დახარვეზდა და 490-ს გზებზე გადაადგილება აეკრძალა.
სატრანსპორტო საშუალებების დახარვეზების ძირითადი მიზეზები ფარების და შუქარეკლის და სამუხრუჭე მოწყობილობების გაუმართაობა იყო.
სამინისტროს მონაცემებით, დახარვეზების რაოდენობა პროცენტულად ასეთია: სამუხრუჭო მოწყობილობა - 10%, საჭის მართვის სისტემა - 1%, ხილვადობა – 17%, ფარები და შუქამრეკლი – 32%; ღერძები, თვლები, საბურავები – 12%, შასი და შემადგენლობა – 13%, უარყოფითი ზემოქმედება – 9%.