ცხინვალი 3 იანვრამდე ე.წ. საზღვარს კეტავს

30 დეკემბერი 2019, 15:24 1520 ნახვა

ე.წ. სამხრეთ ოსეთი, საახალწლო დღეებში, დღეიდან 3 იანვრამდე,  დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე ერთადერთ საკონტროლო გამშვებ პუნქტს კეტავს, - დეფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორამციას  ადგილობრივი სააგენტო „რესი“ ავრცელებს. 

დე ფაქტო ხელისუფლებას 4 სექტემბრიდან დაკეტილი აქვს ახალგორის და ჯავის რაიონებთან მდებარე რაზდახანის და სინაგურის ე.წ. გამშვები პუნქტები. საქართველოს სუს-ში აცხადებენ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გარკვეული პერიოდულობით, გამოგონილი მიზეზებით უკანონოდ ზღუდავენ თავისუფალ გადაადგილებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.

გზის დაკეტვის გამო, ახალგორის რაიონის მცხოვრებლებს შეზღუდული აქვთ წვდომა სამედიცინო მომსახურებასა და საქართველოს მოქალაქის პენსიაზე. ახალგორში ვეღარ შეაქვთ პროდუქტები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი