მხოლოდ 10 დღეში მაღალმთიან აჭარაში 6 სახლი და რამდენიმე დამხმარე ნაგებობა დაიწვა. მიზეზად ძირითადად მოძველებული ელექტრო-სადენები სახელდება. დაზარალებული მოქალაქეების დიდი ნაწილი დახმარების მოლოდინშია. ამასთან ადგილობრივები ისევ მოითხოვენ სახანძრო ბრიგადების დამატებას თემებში. ამბობენ, რომ სამაშველო ჯგუფების ადგილზე მისვლა მანძილის გამო გვიანდება, ამას კი ხელს რთული რელიეფიც უშლის. აპირებს თუ არა ცენტრალური უწყება ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას უცნობია - სამაშველო სამსახურში კომენტარი არ გაკეთებულა.