ბათუმის ბულვარში დღეს საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ უნდა აენთოთ, ასევე დაგეგმილი იყო კონცერტიც. ბათუმის მერის მოადგილის სოფო ხალვაშის განცხადებით, ჩაქვისთავში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, საზეიმო ღონისძიება გადაიდო. ავარიის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან მოსწავლეებიც.
მერის მოადგილე ჯერ-ჯერობით ვერ აკონკრეტებს როდის გაიმართება ღონისძიება, ამბობს, რომ საკითხზე კონსულტაციას გაივლის.
საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ უნდა აენთოთ დღეს აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც, ღონისძიება გადაიდო.