მარტვილში, სოფელ ბალდის ტყეში მეხანძრეები ხანძრის ლიკვიდაციას დილიდან ცდილობენ.
საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 30-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. მათი განმარტებით, ხანძრის დასახლებულ პუნქტამდე გავრცელების საშიშროება არ არის.
ხანძარი მარტვილში, სოფელ ბალდის ტყეში გუშინ გვიან საღამოს გაჩნდა. ცეცხლი სოფელ სალხინოს ზედა მხარეს, ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.