საქართველოში 2020 წელს თურქეთის პრეზიდენტი ჩამოვა

23 დეკემბერი 2019, 13:17 1861 ნახვა

საქართველოს თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი ეწვევა - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთში გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ერდოღანის საქართველოში ვიზიტი გაზაფხულისთვის არის დაგეგმილი. ელჩი ამბობს, 2020 წლის თებერვალში ანკარაში სტრატეგიული კომისიის სხდომა გაიმართება.

„ანკარაში რამდენიმე კვირის წინ გაიმართა პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ვიზიტი, რასაც მოჰყვა ეკონომიკური კომისია, რომელიც 14 წლის პაუზის შემდეგ პირველად შედგა. ამას მოჰყვა პრემიერის განმეორებითი ვიზიტი ტანაპის გახსნასთან დაკავშირებით ქალაქ ედირლეში.

მოლაპარაკებები მიმდინარეობს. იცით, თურქეთი არის არამარტო ჩვენი კეთილი მეზობელი, არამედ სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას“,- განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში