პოლიტიკური განცხადებები პლენარულ სხდომაზე

15 ოქტომბერი 2025, 15:02 97 ნახვა

ეუთოს თავმჯდომარის აქციაზე მისვლა პოლიტიკურ უტიფრობად შეფასდა მმართველ პარტიაში. პლენალურ სხდომაზე სახელისუფლებო გუნდის დეპუტატებმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც ამავდროულად ეუთოს თანათავმჯდომარეცაა ვენის კონვენცია შეახსენეს და ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულეს.

მათ ელინა ვალტონენის ვიზიტის უკან კონკრეტული მისია ამოიკითხეს, აქციაზე მისვლა კი პერფორმანსად შეაფასეს.

დღეს პარლამენტი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პირველად შეიკრიბა, შესაბამისად დეპუტატებმა საპარლამენტო ტრიბუნები არჩევნების შესაჯამებლადაც გამოიყენეს.  მათი თქმით, 4 ოქტომბერი იყო დემოკრატიის ზეიმი.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში