ირაკლი კობახიძემ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა

15 ოქტომბერი 2025, 15:01 292 ნახვა

ძალადობრივი  ქმედებების  მხარდაჭერად და კანონდარღვევად  აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისში მყოფი ეუთოს თავმჯდომარის რუსთაველზე გამართულ აქციაზე  მისვლას. მისი თქმით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე არღვევს ვენის კონვენციის 41-ე მუხლს და ქართველ ხალხს აჩვენებს, რომ მხარს უჭერს ძალადობრივი გადატრიალების ორგანიზატორებს.

ეუთოს თავმჯდომარე გააკრიტიკა მმართველი გუნდის სხვა წევრებმაც.

განსხვავებულად ხედავს ეუთოს თავმჯდომარის ქმედებებს ოპოზიცია, პრემიერის გადაწყვეტილება კი არ აკვირვებთ.

ეჭვი აქვთ, რომ ირაკლი კობახიძემ ეუთოს თავმჯდომარესთან შეხვედრას თავი აარიდა, რადგან მას არ სურდა ესაუბრა ჟენევის მოლაპარაკებებზე. ეს შეფასებები ირაკლი კობახიძის მხრიდან ეუთოს თავმჯდომარესთან დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებას მოჰყვა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე